Thursday, July 14, 2016

                                         ჩემი პორტფოლიო           

თამარ ენდელაძე 

                       

            პროექტის თემა: გამოფენა-აქცია 

             "ჩვენ და გარემო"

Friday, July 8, 2016



    ვიმსჯელეთ შეფასების ფორმებზე. შეფასების სხვადასხვა მეთოდი და ინსტრუმენტი დამეხმარება პროექტის პროცესის ეფექტურად წარმართვაში,არასწორი შეხედულებების კორექტირებაში,აქტივობების ობიექტურად შერჩევაში,შეფასებასა და თვითშეფასებაში.
   მოსწავლეებს  შეფასების რუბრიკა დაეხმარებათ გაიაზრონ თუ რას უნდა პასუხობდეს ესა თუ ის კონკრეტული ნაშრომი.როგორ გამოკვეთონ პრობლემა და რაზე გაამახვილონ ყურადღება.          




 მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები დამეხმარება სწორი მიმართულება მივცე პროექტის მსვლელობას.ეფექტური იქნება ისეთი პროექტი,სადაც შესაძლებელია განუვითარო მოსწავლეებს ისეთი უნარები,როგორიცაა :სინთეზი,ანალიზი და შეფასება.

 დღევანდელ დღეს ვისაუბრეთ კოლეგების უკუკავშირის ფორმებსა და მეთოდებზე.
       გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენს მიერ დაწერილი პროექტები.გავითვალისწინეთ ამ პროექტებში დადებითი და რჩევის მისაცემი ფაქტორები,იყო თუ არა პროექტი სრულყოფილად საჭირო კრიტერიუმების მიხედვით წარდგენილი.
      მივეცით ერთმანეთს რჩევები და ჩემი აზრით,უკუკავშირი ეხმარება არამარტო იმას ვინც აძლევს უკუკავშირს,არამედ პროექტის ავტორსაც.
      უკუკავშირის დროს შეგვიძლია დავინახოთ პოზიტიური და ნეგატიური მხარეები.
      ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე,რასაც გავითვალისწინებ შემდგომში, რათა არ დავარღვიო სხვისი საავტორო უფლება. დავინახე აგრეთვე,რომ აზრთა გაზიარებისა და ერთმანეთზე რჩევების მიცემისას მორგებულად გამოვიყენო საკომუნიკაციო საშუალებები,რაც მომცემს დროის დაზოგვის საშუალებას




გავეცანით შეფასების ტიპებს, სტრატეგიებს. მოსწავლის ნაშრომი შევაფასე სხვადასხვა
სტრატეგიების მეშვეობით. ამ ინსტრუმენტების საშუალებით სხვადასხვა ნაშრომები შევაფასე, გავაანალიზე, რამაც საშუალება მომცა დამენახა, ითვალისწინებს თუ არა მისაღწევ მიზანს. ობიექტურად შევაფასე ის უნარ-ჩვევები, რასაც ემსახურება პროექტი.




 გავეცანი  მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებს, განვიხილე ნაშრომების ნიმუშები.შევარჩიე ჩემთვის სასურველი თემას მორგებული ტექნოლოგიები,რაც საშუალებას მომცემს მივაღწიო სასურველ შედეგს,გავიდე მაღალ სააზროვნო უნარებზე